weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

შორენა თეთრუაშვილის PCR ტესტის პასუხი ხვალ იქნება ცნობილი – საპატრიარქო

16:54 ხუთშაბათი, 07 იანვარი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, თეთრუშვილს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა და მისი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

„მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი“,– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შორენა თეთრუაშვილი 4 იანვარს, პატრიარქის 88 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მიღებაზე იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]